დასუფთავების აქცია დიდ დიღომში
22 ივლისი, 2026
დასუფთავების აქცია დიდ დიღომში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დიდი დიღმის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში დასუფთავების აქცია გამართეს.
აღნიშნული ინიციატივის მთავარ ამოცანას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდა და დედაქალაქში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება წარმოადგენს.
სისუფთავის უზრუნველსაყოფად, დასუფთავების ინტენსიური სამუშაოები პარალელურ რეჟიმში თბილისის ყველა რაიონში ხორციელდება.